ტრენინგი "როგორ გავაცნოთ ქართული ღვინო სტუმარს" წინანდალში გაიმართება

სამშაბათი, 19 მარტი, 2013 - 16:17

ღვინის კლუბი და ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა, წინანდლის ღვინის სკოლის მხარდაჭერით, სასტუმროებს, რესტორნებს, კაფეებს, ღვინის მაღაზიებს, ღვინის მწარმოებლებსა და ტურისტულ კომპანიებს სთავაზობს უფასო ტრენინგს თემაზე „როგორ გავაცნოთ ქართული ღვინო სტუმარს“.

კურსი გათვლილია როგორც ზემოთჩამოთვლილი სფეროების „წინა ხაზის“ მომსახურე პერსონალზე, ასევე, ზედა რგოლის მენეჯერებზე. ტრეინინგის ფარგლებში შეისწავლება ქართული ღვინის მარკეტინგული და თვისობრივი უპირატესობები, სხვადასხვა ტიპის ღვინოების დაყენების ტექნოლოგიები. ჩატარდება 15–მდე დასახელების ღვინოს დეგუსტაცია და მოხდება ღვინოსთან სხვადასხვა კერძის შეხამება. ტრენინგზე მოხდება ქართული და უცხოური ღვინოების შედარება. დამსწრეები გაეცნობიან სტუმართან ღვინის წარდგენის სხვადასხვა მეთოდებსა და პრინციპებს, რაც აუცილებელია წარმატებული გაყიდვებისათვის. ტრენინგის შემდეგ მსმენელს ეცოდინება, როგორ უნდა აუხსნას სტუმარს ღვინის თავისებურებები, როგორ ისაუბროს გასაგები ტერმინებით, უკეთ როგორ წარმოაჩინოს და დააინტერესოს სტუმარი ქართული ღვინით.

მონაწილეებს სახელმძღვანელოები, სერტიფიკატები და წამახალისებელი თემატური ატრიბუტიკა დაურიგდებათ.

ტრეინინგი 20 და 21 მარტს გაიმართება, ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე, წინანდალში.

"სილქ როუდ ჯგუფის" მიერ დაარსებული წინანდლის ღვინის სკოლა 2011 წლიდან ფუნქციონირებს. სასწავლო კურსი, რომელიც მეღვინეობა-მევენახეობის დარგის წამყვანმა სპეციალისტებმა შეიმუშავეს, შედგენილია საშუალო სკოლის უფროსკლასელებისთვის და შემდეგ საგნებს მოიცავს: ქართული და მსოფლიო ღვინის ისტორია, ამპელოგრაფია, ყურძნის ჯიშები, მეღვინეობის საფუძვლები, მევენახეობის საფუძვლები, ღვინის მარკეტინგი და ეკონომიკა, ღვინის დაყენება-ჩამოსხმა, დეგუსტაცია და ა.შ. თეორიის შესწავლასთან ერთად, მოსწავლეები პრაქტიკულ მეცადინეობებსაც ესწრებიან.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46