მარნეულის საკონსულტაციო ცენტრისათვის კადრების შერჩევა დაიწყო

სამშაბათი, 19 მარტი, 2013 - 15:33

იურიდიული დახმარების სამსახურმა დაიწყო კადრების შერჩევა ახალი საკონსულტაციო ცენტრისათვის, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში, მარნეულში ამოქმედდება. კონკურსის გზით შერჩეული იურისტი ადგილობრივ მოსახლეობას უფასო იურიდიულ კონსულტაციას გაუწევს და სამართლებრივ დოკუმენტებს შეუდგენს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აპლიკანტს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება და ერთწლიანი სამუშაო სტაჟი. სასურველია, რომ კანდიდატს გააჩნდეს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი. გარდა ამისა, რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასურველია, აპლიკანტმა იცოდეს რუსული და აზერბაიჯანული ენები. განაცხადების მიღება წარმოებს დასაქმების პორტალის - HR.GOV.GE-ს მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისათვის გადადით ამ ბმულზე.

მარნეულის მუნიციპალიტეტში 130 ათასი მოქალაქე ცხოვრობს. მოსახლეობის 85% აზერბაიჯანელია. რეგიონში საკონსულტაციო ცენტრის გახსნა ხორციელდება იურიუდიული დახმარების რეფორმის ფარგლებში, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. საკონსულტაციო ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ამოქმედდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.08
  • 3.47
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45