სუპერმარკეტი “სმარტი“ აღდგომის მარხვას სამარხვო პროდუქტების ფართო არჩევანით შეხვდა

სამშაბათი, 19 მარტი, 2013 - 15:28

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის მზადება მარხვით დაიწყო, შესაბამისად სუპერმარკეტი „სმარტი“ დიდმარხვას სამარხვო პროდუქების ფართო არჩევანით შეხვდა.

400 სახეობის ხილი და ბოსტნეული, „სმარტის“ საკონდიტროს სამარხვო ღვეზელებისა და საკონდიტრო ნაწარმის ფართო არჩევანი, ათეულობით დასახელების მზა სამარხვო კერძი, ნახევარფაბრიკატები და სხვა სამარხვო პროდუქტი მორწმუნეებს აღდგომის დიდმარხვის 48 დღეს არჩევანს გაუადვილებს.

„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის მზადება დაიწყო და „სმარტი“ მზად არის არა მხოლოდ დიდი მარხვის დროს შესთავაზოს მომხმარებელს სამარხვო პროდუქტების ფართო არჩევანი, არამედ აღდგომის დღესასწაულსაც უამრავი სიურპრიზითა და სიახლით შეხვდეს. დიდმარხვის პერიოდში ორი უდიდესი დღესასწაული – ხარება და ბზობა აღინიშნება, რა დროსაც მორწმუნეებს თევზის მიღება შეუძლიათ. „სმარტში“ თევზეულისა და ზღვის პროდუქტებს 300-ამდე სახეობა იყიდება“, - აცხადებენ „სმარტში“.

მართმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წელს 5 მაისს აღნიშნავს.

„სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. დღესდღეობით „სმარტს“ 20-მდე ექსკლუზიური კონტრაქტი აქვს ევროპელ მომწოდებლებთან. ვისოლ ჯგუფმა „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის“ სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსათაველის გამზირზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57