„შავფაროსნები“ რომის დაარსებისადმი მიძღვნილ ფესტივალზე მიიწვიეს

სამშაბათი, 19 მარტი, 2013 - 14:57

ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნები“ მსოფლიოში ერთ–რთ ყველაზე ცნობილ და მასშტაბურ ფესტივალზე „NATALE DI ROMA“ -ზე კიდევ ერთხელ მიიწვიეს.

NATALE DI ROMA 2013–ზე „შავფაროსნებთან“ ერთად, ანსამბლ „ჩვენებურების“ წევრებიც გაემზგავრებიან. ხევსურულ სამოსსა და ქართულ ტრადიციულ აღჭურვლობაში გამოწყობილი ქართველი მებრძოლები, კოლიზეუმთან გამართული მსვლელობის შემდეგ, ცირკომასიმოს მოედანზე ტრადიციულ საბრძოლო საჩვებელ წარმოდგენას ქართული მუსიკის თანხლებით გამართავენ.

ქართული სიმღერის, ეროვნული სამოსისა და ტრადიციული საბრძოლო აღჭურვილობის გარდა, შავფაროსნებმა გადაწყვიტეს ფესტივალზე, მებრძოლი ქართველი ქალის სახეც წარადგინონ. 

ფესტივალი  რომის დაარსებას ეძღვნება და უკვე რამდენიმე ათეული წელია  იმართება.  „NATALE DI ROMA –ზე  რომლის სანახავდაც რომში მთელი მსოფლიოდან ჩადიან ტურისტები, „შავფაროსნები“   წელს განსხვავებული  სანახაობით  წარსდგებიან და  ქართული კულტურის რამდენიმე მიმართულებას წარადგენენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5