თბილისს ახალი პროკურორი ჰყავს

სამშაბათი, 19 მარტი, 2013 - 14:51

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა თბილისის პროკურატურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - მაია მწარიაშვილი წარუდგინეს.

თეა წულუკიანის განცხადებით, პროკურატურა უნდა იყოს საამაყო თანამდებოდა, რადგან ახალგაზრდებს მეტი მოტივაცია ჰქონდეთ პროკურატურაში სამუშაოდ.

"საქართველოს მოქალაქეებში დღეს პროკურატურას არ აქვს აღდგენილი ის ნდობა, რომელიც უნდა ჰქონდეს. ჩემი მიზანია, პროკურორობა იყოს საამაყო თანამდებობა, რათა ახალგაზრდებს ოცნებად ექცეთ პროკურატურაში მუშაობა. მაია მწარიაშვილი მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს ხელმძღვანელობდა, საკმაოდ გამოცდილია და დიპლომიც აქვს, ჩემგან განსხვავებით. ჩვენ შევუწყობთ მათ ხელს, რომ თბილისის პროკურატურა გახდეს სამაგალითო", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45