flydubai შრილანკის მეორე მიმართულებით ოპერირებას მაისიდან იწყებს

სამშაბათი, 19 მარტი, 2013 - 14:34

ავიაკომპანია flydubai  შრილანკის მეორე მიმართულებით ოპერირებას 21 მაისიდან იწყებს, - ამის შესახებ flydubai-ს კომერციულმა დირექტორმა ჰამად ობაიდალამ მატალა რაჯაპაკსას საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც ფრენების დაწყების აღსანიშნავად სპეციალური რეისი შესრულდა.

სპეციალური რეისის დახვედრის ცერემონიალს, ოფიციალური თანამდებობის პირები და სახელმწიფოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

 “მადლობა მინდა გადავუხადო ხელისუფლების წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის, რადგან ისინი მუდმივად გვიწყობენ ხელს, რათა შრილანკის ბაზარს მაქსიმალურად ეფექტურად მოვემსახუროთ. ჩვენმა კომპანიამ კოლომბოს მიმართულებით ფრენების განხორციელება 2010 წლის ივლისში, კვირაში 4 რეისის შესრულებით დაიწყო. მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ 2 თვის შემდეგ flydubai-მ კოლომბოს მიმართულებით რეისების რაოდენობა 5-მდე გაზარდა, 2012 წლის მარტიდან კი ჩვენი ავიაკომპანია კოლომბოს მიმართულებით ყოველდღე დაფრინავს. ჩვენ მოხარულნი ვართ ახალ მატალას აეროპორტში რეისის დანიშვნით. ეს მარშრუტი გაზრდის ხელმისაწვდომობას და ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ და სამხრეთ სანაპიროებს შორის კავშირების განვითარებას”, - განაცხადა flydubai-ს კომერციულმა დირექტორმა ობაიდალამ.

როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, მთავრობის გეგმის მხარდაჭერით, კომპანია  2016 წლისთვის შრილანკაზე 2,5 მილიონი ტურისტის ჩაყვანას გულისხმობს,  2012 წელს ამ მიმართულებაზე 104 000 მგზავრს მოემსახურა, რითაც წლიური 67%-იანი ზრდა დააფიქსირა.

flydubai-მ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დუბაისთან დამაკავშირებელი განრიგის ოპტიმიზაციაზეც, რაც დსთ-ს, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების და მათ შორის საქართველოდან მოგზაურობის მსურველებს კიდევ უფრო გაამარტივებს მოგზაურობის პროცესს. საერთო ჯამში კი ახალი მოსახერხებელი განრიგი კოლომბოს მგზავრების რაოდენობას 911%-მდე გაზრდის.

ამ ეტაპზე flydubai-ს ცენტრალური აღმოსავლეთის ქვეყნების ავიაგადამზიდავებს შორის ყველაზე ფართო ქსელი გააჩნია, რომელიც დსთ-ს, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს მოიცავს. ავიაკომპანია რეგიონის 10 ქვეყნის 15 მიმართულებას ემსახურება, მათ შორის, კოლომბოს და ჰამბანტოტას.

flydubai ჰამბანტოტას მიმართულებით კვირაში 3 რეისს შეასრულებს. ფრენები განხორციელდება ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს. რეისი ნომრით FZ551 დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მეორე ტერმინალიდან 22.50 სთ-ზე გამოფრინდება და მატალას საერთაშორისო აეროპორტში ადგილობრივი დროით 05.55 სთ-ზე დაეშვება, ხოლო 06.55 საათზე ეს თვითმფრინავი კოლომბოში დაჯდება.

ფრენები ჰამბანტოტადან დუბაის მიმართულებით ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს შესრულდება. რეისი ნომრით FZ552 პირდაპირ დუბაის მიმართულებით 07.30 საათზე გაფრინდება და დუბაიში ადგილობრივი დროით 10.50 სთ-ზე დაეშვება.

დუბაიდან ჰამბანტოტას მიმართულებით ფრენის საფასური 995 დირჰამიდან იწყება. დუბაი-თბილისი-დუბაის მიმართულებით კი 1178 დირფამიდან იწყება. ჰამაბანტოტადან დუბაის მიმართულებით ფრენის საფასური 31365 შრულანკური რუპის შეადგენს. ეს ფასები შეიცავს ყველა საბაჟო მოსაკრებელს, 7კგ-მდე ხელბარგის და პატარა ზომის ნოუთბუქის ჩანთის ტრანსპორტირების საფასურს. 20 კგ. შემოწმებული ბარგის ღირებულება 50 დირჰამიდან (14$) იწყება. ვიპ სავარძელი დამატებით 100(28$) დირჰამს შეადგენს.

ბილეთების შეძენა flydubai.com ინტერნეტგვერდის, ასევე ადგილობრივი სააგენტოს dubai.ge-ს საშუალებითაა შესაძლებელი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.69
  • 3.17
  • 3.57
  • 0.05
  • 0.69
  • 1.58