თენგიზ შერგელაშვილი სტრასბურგში შეხვედრებს მართავს

სამშაბათი, 19 მარტი, 2013 - 13:43

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის, თენგიზ შერგელაშვილი ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება. პირველი შეხვედრები შერგელაშვილმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ტორბიონ იაგლანდთან და ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის პრეზიდენტ ჰერვიგ ვან სტაასთან გამართა.

შეხვედრებზე ძირითადი ყურადღება საქართველოში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე გაკეთდა. როგორც თენგიზ შერგელაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს განუცხადა, ამ რეფორმით მოხდება რეალური დეცენტრალიზაცია და ჩამოყალიბდება სუბსიდიარობის პრინციპზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი და ფინანსურად ძლიერი თვითმმართველობები. შეხვედრაზე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან და კონგრესის პრეზიდენტთან მოხდა შეთანხმება, რომ თვითმმართველობის რეფორმის პროცესში ევროპელი ექსპერტები ჩაერთვებიან.

თენგიზ შერგელაშვილი მონაწილეობას მიიღებს, ასევე, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის 24-ე სესიაში, სადაც ერთ-ერთ საკითხად საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობას განიხილავენ. მინისტრის პირველი მოადგილე სესიაზე სიტყვით გამოვა და საქართველოში არსებულ ვითარებასა და დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით ვრცელ მოხსენებას გააკეთებს.

"დღეს გვქონდა შეხვედრა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტთან. ხვალინდელ სესიაზე საქართველოს საკითხი განიხილება. შეხვედრაზე ჩვენ ზოგადად ვისაუბრეთ იმ რეფორმებზე, რომელიც თვითმმართველობის სფეროშია დაგეგმილი. ასევე, იყო შეკითხვები სხვა სფეროებიდანაც. არსებობს დიდი ინტერესი ძალიან ბევრი თემის მიმრათ, რომელიც საქართველოს, ახალი ხელისუფლების ხედვას და ზოგადად ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მათ შორის თვითმმართველობის განვითარებას უკავშირდება. შეხვედრაზე ასევე, შევეხეთ იმ საკითხს, რომ უნდა შედგეს მჭიდრო თანამშრომლობა ევროპასა და საქართველოს მთავრობას შორის, რათა თვითმმართველობისთვის სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა მივიღოთ და შესაბამისად მოვემზადოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის. თანამშრომლობის სურვილი გამოითქვა როგორც პოლიტიკურ, ასევე საექსპერტო დონეზე და შევთანხმდით, რომ იქნება უფრო ინტენსიური თანამშრომლობა, რაც დაგვაზღვევს იმ გაუგებრობებისგან რაც ხშირად ცალკეულ დოკუმენტებში ჩნდება ხოლმე", - განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.12
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42