კოტე კუბლაშვილი "საერთო სასამართლოების შესახებ" მომზადებულ კანონპროექტს ეთანხმება

სამშაბათი, 19 მარტი, 2013 - 13:40

კოტე კუბლაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარს უჭერს და მისთვის მისაღებია ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის წევრები, რომლებსაც ახალი კანონის მიხედვით თანამდებობრივი შეუთავსებლობა ექნებათ, შეეძლებათ ხელახლა იყარონ კენჭი იუსტიციის უმაღლესი სანჭოს წევრობაზე.

კოტე კუბლაშვილის თქმით, არჩებნების დროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩევიან ის მოსამართლეები, რომლებსაც ყველაზე მეტ ხმას მიიღებენ და ის მოსამართლეები, რომლებიც იმავე დროს თავმჯდომარეები იქნებიან.

ვენეციის კომისიამ ანგარიშში დადებითად შეაფასდა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებები, ამავდროულად კომისიამ მთავრობას ურჩია, კანონპროექტიდან საერთოდ ამოიღონ მუხლი, რომლითაც იუსტიციის საბჭოს მოქმედ წევრებს უფლებამოსილება ვადამდე უწყდებათ.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.41
  • 2.72
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43