თბილისში ჭიდაობის ზეიმი იწყება

სამშაბათი, 19 მარტი, 2013 - 13:29

რამდენიმე საათში თბილისის სპორტის სასახლეში, ჭიდაობაში, ევროპის ჩემპიონატი იწყება. სადაც 47 ქვეყნის სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირს ქალი მოჭიდავეები გახსნიან, ხოლო შემდეგ, ხუთი საათისთვის უკვე, თავისუფალ სტილში მოჭიდავე ფალავნები ჩაერთვებიან. ტურნირი იმითაც არის განსაკუთრებული, რომ ოლიმპიადის შემდეგ, უმაღლესი დონის ტურნირი პირველად იმართება და  ინტერესიც დიდია.

გამომდინარე აქედან, ფედერაციამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ტურნირმა მაღალ დონეზე ჩაიაროს, ამისთვის სამთავრებო კომისია შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ჩაუდგა სათავეში.

მოგეხსენებათ, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადიდან ამოიღონ ჭიდაობის სახეობა. რასაც დიდი პროტესტი მოჰყვა. პროტესტის ნიშნად, ზოგიერთმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მედლები უკან დააბრუნა, ზოგმა კი შიმშილობა გამოაცხადა. სპორტის სასახლეში მოსულ დელეგაციას სპეციალურ სტენდზე შეეძლება მხარდაჭერა ხელის მოწერით გამოხატონ, რათა ჭიდაობა ოლიმპიადაზე დარჩეს.

სპორტის სამინისტროსა და ჭიდაობის ფედერაციიის ინიციატივით, რეგიონებში სპეციალური ტრანსპორტი დაინიშნა, რათა ახაგაზრდებს შეეძლოთ თბილისში ჩამოსვლა და საკუთარი ნაკრების მხარდაჭერა.

ტურნირზე დასწრების ბილეთის ფასიც სიმბოლურია 1 ლარიდან 3 ლარამდეა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39