თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ მიეწოდება

სამშაბათი, 19 მარტი, 2013 - 13:26

გამრეკელის ქუჩა 2-4-თან გამავალ მონაკვეთზე, 1200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების გამო, წყალმომარაგება თბილისის რამდენიმე უბანს შეუწყდა.

წყალმომარაგება შეუწყდა ზემო ვაკეს, ვერეს, მთაწმინდასა და სოლოლაკს, ილია ჭავჭავაძის, პეკინის, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებს, არაყიშვილის, აბაშიძის, ფალიაშვილის, ყიფშიძის, კეკელიძის, თამარაშვილის, კოსტავას, შარტავას, ცინცაძის, საბურთალოს, მგალობლიშვილის, ოსეთის, ტაშკენტის, ბუდაპეშტის, კანდელაკის, ზემო ვეძისის, ჩერქეზიშვილის, ჯანო ბაგრატიონის, დოლიძის, ჩიქოვანის, ფანასკერტელისა და მათ მიმდებარე ქუჩებს.

წყალი დაბალი წნევით მიეწოდება ქეთევან წამებულის გამზირსა და გორგასლის ქუჩის ნაწილს.

დაზიანების აღმოსაფხვრელი გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს. ჩამოთვლილ უბნებსა და ქუჩებს წყალმომარაგება დღეს საღამოდან, ეტაპობრივად აღუდგება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.77
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41