გლდანის ციხეში პატიმრები ბაჩო ახალაიას მიმართ ანგარიშსწორებას მოითხოვენ - თეა თუთბერიძე

სამშაბათი, 19 მარტი, 2013 - 12:44

გლდანის მე-8 საპყრობილეში  პატიმრები ღამღამობით იწყებენ ხმაურს, აწყობენ ბუნტს და მოითხოვენ ანგარიშსწორებას, ამავე საპყრობილეში მოთავსებული ბაჩო ახალაიას, გაგა მკურნალიძის და სხვა პირთა მიმართ, - აცხადებს თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე.

როგორც უფლებადამცველი აცხადებს, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება მოხდა პატიმრების მხრიდან ამავე საპყრობილის რეჟიმის უფროსისთვის, ზურაბ მოდებაძისთვის.

"როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესამსახურის უფროსმა, ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს, რომ გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არეულობა ხდება ბოლო რამდენიმე ღამეა. აქვე მოვისმინეთ განცხადებები, რომ თურმე გაგა მკურნალიძე, ბაჩო ახალაია და სხვები “მსოფლიოში ყველაზე დაცული პატიმრები” ყოფილან. ჩნდება მარტივი კითხვა, გლდანის ციხეში ჩემი ინფორმაციით დაახლოებით 3000 პატიმარია. 3000 პატიმარი რომ აბუნტდეს და ისინი დაიძრნენ ახალაიას და მკურნალიძის კორპუსისკენ, 70 ციხის თანამშრომელი დაიცავს 3000 ან თუნდაც 300 პატიმრისგან ახალაიას და მკურნალიძეს? სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ის 70 თანამშრომელი საკუთარი თავის დაცვასაც კი ვერ შეძლებ მსგავს შემთხვევაში!", - აცხადებს თეა თუთბერიძე. 

თუთბერიძის განცხადებით,  სხვადასხვა სტატუსის პატიმრების ერთ ციხეში მოთავსება დაუშვებელია, "რაც არ უნდა კარგად იცავდე შენ ციხეს. ყოფილ პოლიციელს ან სამართალდამცავს როცა ყაჩაღისგან, მკვლელისგან და მძარცველისგან 20 მეტრის მოშორებით ჩასვავ, პრობლემები აუცილებლად წარმოიშობა", - განაცხადა თუთბერიძემ. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.77
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41