ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მედიის წარმომადგენლებს შეხვდება

სამშაბათი, 19 მარტი, 2013 - 12:37

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს. შეხვედრა 14:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართება. შეხვედრა მთავრობის მიერ დაწყებული ახალ პროექტის - „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის“ - ფარგლებში გაიმართება.

პროექტი მიზნად ისახავს, უზრუნველყოს საზოგადოების მეტი ჩართულობა სახელმწიფო მმართველობაში, მთავრობის მუშაობა გახადოს უფრო ღია და გამჭვირვალე, საზოგადოებას გააცნოს სხვადასხვა უწყების მუშაობის შედეგები და ტრადიციად აქციოს ხელისუფლების წარმომადგენლების ანგარიშვალდებულება საკუთარი მოქალაქეებისადმი. პროექტი „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის“ ითვალისწინებს ინტერაქტიულ შეხვედრებს, როგორც ქართული, ისე უცხოური მედიის წარმომადგენლებთან.

მედიის წარმომადგენლების რეგისტრაცია ერთი საათით ადრე მოხდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.69
  • 3.17
  • 3.57
  • 0.05
  • 0.69
  • 1.58