თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ბაქოში შეხვედრებს განაგრძობს

ორშაბათი, 18 მარტი, 2013 - 20:41

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიასა და  აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენის ილჰამ ალიევის შეხვედრის საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები იყო.

„მე პრეზიდენტს გადავეცი ძალიან თბილი მოკითხვა საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან და მომავალში ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები განვიხილეთ. სერიოზული საფუძველი ასეთ თანამშრომლობას სწორედ პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტის შემდეგ ჩაეყარა, რაც ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს ახალ იმპულსს მისცემს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

თავდაცვის მინისტრმა ასევე შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელმარ მამედიაროვთან, სადაც საგარეო პოლიტიკურ სივრცეში, საერთაშორისო ინსტიტუტებში კოორდინირებულ, ერთიან პოზიციებზე. ასევე, ერთობლივ მონაწილეობაზე ავღანეთშ,სსაერთაშორისო ოპერაციებშზე ისაუბრეს.

დღესვე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრა გამართა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ საფარ აბიევთან. ირაკლი ალასანიას განცხადებით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს.

„თავდაცვის სამინიტროში რიგი შეთანხმებები შედგა. მათ შორის, ხელი მოვაწერეთ 1 წლით ჩვენი თანამშრომლიბის გეგმას. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად ვაფასებთ ყველა იმ პროექტს, რომელიც დაწყებულია ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს და აზერბაიჯანს შორის. განსაკუთრებით იმ პროექტებს, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნების სტრატეგიულ მომავალს ევროპაში, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში, მათ შორის არის ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტი, რომელიც, იმედი გვაქვს, წლის ბოლომდე დასრულდება. ეს კიდევ ერთ დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტს წარმოადგენს, რომელიც ასევე ჩვენს ნატოელ პარტნიორებს გამოადგებათ და აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი კიდევ უფრო მეტად ინტეგრირებული გახდება ამ სივრცეში“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ალასანიას შეხვედრა ჰქონდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამხედრო მრეწველობის მინისტრთან, იავერ ჯამალოვთან, სადაც გადაწყდა რომ შეიქმნება ექსპერტთა ჯგუფები და დაიწყება მუშაობა ერთობლივ პროექტებზე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39