“ციხის საერთაშორისო რეფორმამ” და საიამ სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით დისკუსია ჩაატარეს

ორშაბათი, 18 მარტი, 2013 - 19:48

“ციხის საერთაშორისო რეფორმამ” და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს ქ. რუსთავში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით დისკუსია ჩაატარეს. ღონისძიება მიეძღვნა საკანონმდებლო ცვლილებებს სისხლის სამართლის სფეროში, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ ადგილობრივი ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განხილული იყო პატიმრობის კოდექსის, პრობაციის შესახებ კანონის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებები. გარდა ამისა, ადვოკატებმა ასევე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის პრობლემატური საკითხების შესახებ იმსჯელეს.

ორგანიზაცები მსგავს შეხვედრებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც ჩაატარებენ. მორიგი ღონისძიება 20 მარტს, ქ. გორში გაიმართება (მის.: სტალინის ქ. # 7, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, დრო: 13:00-16:00სთ).

ღონისძიებები იმართება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა სისხლის სამართლის ჰუმანიზაციისათვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59