გოგა ხაჩიძე პრემიერს ჯავახეთში არსებული მდგომარეობით დაინტერესებისკენ მოუწოდებს

ორშაბათი, 18 მარტი, 2013 - 19:09

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე პრემიერ-მინისტრს მიმართავს, საფუძვლიანად დაინტერესდეს ჯავახეთში არსებული მდგომარეობით. ამის შესახებ ხაჩიძე facebook- ის გვერდზე წერს.

"ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხიდან გამომდინარე, მე მინდა მივმართო, ქვეყნის პრემიერს, ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს.

ბ-ნო ბიძინა!

მრჩება შთაბეჭდილება, რომ არც თქვენ და არც თქვენი მთავრობის წევრებს, სათანადოდ არ გაქვთ გააზრებული ჯავახეთში არსებული პრობლემები.

სწორედ აქედან გამომდინარე, თავს ვალდებულად ვთვლი მოგიწოდოთ:

ღრმად და საფუძვლიანად დაინტერესდით ჯავახეთში არსებული მდგომარეობით.

მიიღეთ და გამოიყენეთ გასულ წლებში დაგროვებული ინფორმაცია და გამოცდილება.

აუცილებელია მეტი ყურადღება, მეტი სიფრთხილე, მეტი ინიციატივა, მეტი მოქმედება იმისთვის, რომ კი არ შენელდეს ჯავახეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, არამედ პირიქით.

უმნიშვნელოვანესია, რომ კონკრეტული რეგიონის მოსახლეობა, ნათლად იცნობდეს ხელისუფლების კონკრეტულ გეგმას მათთან მიმართებაში, უწყვეტად ღებულობდეს ინფორმაციას, მათი რეალური პერსპექტივის შესახებ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ, რომ ჯავახეთში მოვლენები ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არასასურველი მიმართულებით განვითარდეს" - წერს ხაჩიძე.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.42