ფეხმძიმე ევა ჰერციგოვა ფეხსაცმლის რეკლამაში გაშიშვლდა

ორშაბათი, 18 მარტი, 2013 - 18:51

40 წლის ევა ჰერციგოვამ ნამდვილი პროფესიონალიზმი გამოავლინა. მან საინტერესო მდგომარეობაში მყოფმაც არ მიატოვა მოდელის კარიერა და სარეკლამო რგოლში გაშიშვლდა. ევა მესამე შვილზეა ორსულად.

ფეხმძიმე ევა ჰერციგოვა Brian Atwood-ის ფეხსაცმლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის რეკლამაში გადაიღეს. მისი მომრგვალებული მუცელი ოსტატურადაა დაფარული კამერების მიერ და ზურგიდან მოდელის სხეული იმდენად მოხდენილია, ეჭვი შეგეპარებათ, ნამდვილად ორსულად არის ის თუ არა.

რეკლამის შემქმნელებმა დაადასტურეს, რომ ევა გადაღებების დროს უკვე ორსულად იყო, თუმცა ვიდეო ისე ოსტატურადაა გადაღებული, რომ თითქმის შეუძლებელია ევას ორსულობა შეამჩნიო.

ევა ჰერციგოვა ამჟამად 6 თვის ორსულია და მშობიარობისთვის ემზადება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.97
  • 3.36
  • 0.04
  • 0.71
  • 1.45