შეერთებული შტატების პირველი ლედი მოდური ჟურნალის, Vogue-ის აპრილის ნომრის ყდას ამშვენებს

ორშაბათი, 18 მარტი, 2013 - 18:43

შეერთებული შტატების პირველი ლედი, 49 წლის მიშელ ობამა მოდური ჟურნალის, Vogue-ის აპრილის ნომრის ყდას ამშვენებს. მასთან ერთად  კამერის წინ პოზირებდნენ თავად აშშ-ის პრეზიდენტი და მათი ქალიშვილები - საშა და მალაია.

მიშელის თქმით, მეუღლისგან, რომელთანაც 20 წელი იცხოვრა, პირველ რიგში, მოთმინება ისწავლა.

"უბრალოდ, უნდა ისუნთქო და მიიღო ცხოვრება ისეთად, როგორიც არის. მე ამას ყოველდღიურად ვსწავლობ", - თქვა მიშელმა.

ცხოვრებაში ცვლილებებს, მიშელის აზრით, ისე კი არ უნდა მიუდგე, როგორც რაღაც პრობლემას, რომელიც თავიდან უნდა აიცილო, პირიქით, ცვლილებები ცხოვრებას მეტად საინტერესოს ხდის.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46