პრობაციონერებს ბიუროში გამოცხადებას მოკლე ტექსტური შეტყობინებით შეახსენებენ

ორშაბათი, 18 მარტი, 2013 - 18:30

ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების კუთხით, დღეიდან პრობაციის სისტემაში ინოვაციური სერვისი ინერგება, რაც გულისხმობს პირობით მსჯავრდებულთათვის კანონით დადგენილი რეჟიმის შესაბამისად, გამოცხადების წინა დღეს მობილური ტელეფონის საშუალებით მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნას, პრობაციის ბიუროში გამოცხადების შეხსენების თაობაზე.

აღნიშნული სერვისის დანერგვა მიზნად ისახავს იმ უარყოფითი შედეგების თავიდან აცილებას, კერძოდ დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის დაჯარიმებას, რაც შეიძლება გამოიწვიოს პირობით მსჯავრდებულთა მხრიდან კანონმდებლობის შესაბამისად, პრობაციის ბიუროში სავალდებულო რეგისტრაციის დღეს გამოცხადების უნებლიედ დავიწყებამ.

პრობაციის ეროვნული სააგენტო სერვისის განხორციელებას უზრუნველყოფს შპს ,,მაგთიკომ“-ის საშუალებით და სრულად დაფინანსდება პრობაციის ეროვნული სააგენტოს საბიუჯეტო ასიგნებებიდან.

სერვისით სარგებლობისათვის პირობით მსჯავრდებული ვალდებულია პრობაციის ბიუროს ზუსტად მიაწოდოს იმ მობილური ტელეფონის ნომერი, რომელზეც სურს შეტყობინების მიღება. მიმდინარე წლის 31 მარტამდე პრობაციის ეროვნული სააგენტო გეგმავს უკლებლივ ყველა პრობაციონერი ჩართულ იქნას ზემოაღნიშნულ სერვისში.

მოკლე ტექსტური შეტყობინების მიუღებლობა არ ათავისუფლებს პირობით მსჯავრდებულს კანონით დადგენილი რეჟიმის შესაბამისად პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებისაგან.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.77
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41