ერაყში აფეთქებას ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ორშაბათი, 18 მარტი, 2013 - 18:13

ერაყის ქალაქ ბუსრაში დანაღმული მანქანის აფეთქებას ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.

 

აფეთქება ავტობუსების გაჩერებასთან მოხდა. ბასრა ერაყის მთავარ საპორტო ქალაქად ითვლება, რომლის მოსახლეობის უმრავლესობას შიიტები შეადგენენ.

ქალაქში ბოლო კვირების განმავლობაში აფეთქებებმა იმატა სუნიტი უმცირესობების მხრიდან, რომლებიც შიიტების მმართველობას აპროტესტებენ.

სუნიტი შეიარაღებული მერბძოლები, რომლებიც ხშირად ”ალ ქაიდასთან” არიან დაკავშირებულნი, მთავრობის ჩინოვნიკებზე და სამთავრობო შენობებზე ხშირად აწყობენ თავდასხმებს.

გასულ კვირას 20 ადამიანი დაიღუპა ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარი ტერორისტული აქტების შედეგად.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.12
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42