მიხეილ სააკაშვილმა ცხრა ქვეყანაში ახალი ელჩის დანიშვნის ბრძანებას ხელი მოაწერა

ორშაბათი, 18 მარტი, 2013 - 18:02

მიხეილ სააკაშვილმა ცხრა ქვეყანაში ახალი ელჩის დანიშვნის ბრძანებას ხელი მოაწერა. ოფიციალური ცნობით, 18 მარტის #18/03/04-18/03/12 განკარგულებებით ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად  და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლად ნატო საბანაძე; უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მიხეილ უკლება; საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ეკატერინე სირაძე-დელონე, აშშ-ში საქათველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად არჩილ გეგეშიძე, უნგრეთში საქათველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ზაზა კანდელაკი, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად კონსტანტინე ზალდასტანიშვილი, ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად თეიმურაზ ჯანჯალია, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქათველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ზაალ გოგსაძე, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად კარლო სიხარულიძე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5