მკაცრი დაწესებულების მოშიმშილე პატიმრების მოთხოვნა, სპეციფიკიდან გამომდინარე, შესრულებადი არ არის

ორშაბათი, 18 მარტი, 2013 - 17:11

ქუთაისის მკაცრი დაწესებულების ნომერ მეორე საპატიმროში პატიმრები პროტესის ნიშნად შიმშილობას განაგრძობენ. აღნიშნული ფაქტი საინფორმაციო სააგენტო "ჯეონიუსს" სასჯელ-აღსრულების სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, საპატიმროში ვითარებას გუშინ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი გაეცნო და ამ დროისთვის პატიმრთა ნაწილმა შიმშილობა უკვე შეწყვიტა.

პატიმრები პირობების შემსუბუქებას, მათ შორის დამატებით პაემნებს და ამანათებთან ერთად სიგარეტის შეტანის ნებართვას მოითხოვენ, რაც, როგორც სასაჯელაღსრულების სასმინისტროში განმარტავენ, საპატიმროს სპეციპიკიდან გამომდინარე შესრულებადი არ არის.

ქუთაისის  მკაცრი დაწესებულების ნომერ მეორე საპატიმროში შიშიმშილობა სულ 14 პატიმარმა გამოაცხადა. პრობლემების მოუგვარებლობის შემთხვევაში, მათთვის სოლიდარობის გამოცხადებას სხვა პატიმრებიც აპირებენ.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.42