ღარიბაშვილის სიმამრის მოწამვლის მცდელობაზე გამოძიება მიმდინარეობს

ორშაბათი, 18 მარტი, 2013 - 17:14

ღარიბაშვილის სიმამრის მოწამლვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, უმცირესობასთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნის დროს მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლა და დაშინება ხდებოდა, ხოლო მისი სიმამრის თამაზ თამაზაშვილის მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც მინისტრი აცხადებს, თამაზ თამაზაშვილის მერვე საპყრობილეში ყოფნის დროს რამდენჯერმე მისი მოწამვლის მცდელობას  ჰქონდა ადგილი.

"ადამიანს გულის შეტევა დაემართა და მორგში გადაიყვანეს. აყურებინეს მომაკვდავი პატიმრების გარდაცვალება. ამის შესახებ დაწყებულია გამოძიება და მოწმეები დაკითხულია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.97
  • 3.36
  • 0.04
  • 0.71
  • 1.45