დღეიდან დიდი მარხვა დაიწყო

ორშაბათი, 18 მარტი, 2013 - 10:15

დღეიდან დიდი მარხვა დაიწყო, რომელიც 49 დღე გაგრძელდება. დიდმარხვის პირველი და ბოლო კვირა განსაკუთრებით მძიმეა. ამ დროს მორწმუნეები მხოლოდ უზეთო საკვებს ღებულობენ.

მარხვის პირველ დღეებში ტაძარში წირვა არ სრულდება და მხოლოდ სპეციალური საგალობლები და ლოცვები სრულდება.

მარხვის დროს არ შეიძლება ხორცისა და რძის ნაწარმის მიღება, ხოლო თევზით ხსნილი მხოლოდ ხარებისა და ბზობის დღესასწაულებზეა.

დიდი მარხვა 5 მაისს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

წმიდა ეკლესია დიდი მარხვის პერიოდში, ორმოცი დღის განმავლობაში იხსენიებს მიცვალებულებს, რომელსაც ეწოდება ორმოცდღიანი მოსახსენიებელი; ყოველ შაბთს დიდ მარხვაში კეთდება მიცვალებულთა სახელზე საკურთხი, გარდა დიდმარხვის პირველი კვირის შაბათისა.

ვნების შვიდეულში მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე დღე "წითელი პარასკევია". ამ დღეს მოხდა ჯვარცმა და ხორციელი სიკვდილი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ამ დღეს სრულდება "გარდამოხსნის გადმოსვენება". დილით კი, იკითხება "თორმეტი ვნების სახარება".

დიდ შაბათს, დილით, სრულდება გარდამოხსნის შემოტარება ტაძრის გარშემო, რის შემდეგაც მას შუა ტაძარში დაასვენებენ. ეს მომასწავებელია უფლის წმიდა სხეულის გადმოსვენებისა ჯვარცმის ადგილიდან მისთვის გამზადებულ საფლავში. ყოველივე ამის შემდეგ, ხდება მზადება უფლის ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.69
  • 3.17
  • 3.57
  • 0.05
  • 0.69
  • 1.58