მეუღლის ნათესავი ნათესავი არ არის - ირაკლი ღარიბაშვილი

ორშაბათი, 18 მარტი, 2013 - 15:34

თქვენ თუ გსურთ, რომ რომ ჩემი ნათესავი სამსახურში დააწინაურეს თავის მართლება დავიწყო, თავის მართლებას არ ვაპირებ, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის პარლამენტში უმცირესობასთან შეხვედრისასა განაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვედრაზე საკუთარი ნათესავების სამსახურეობრივ მდგომარეობაზე მოუწია საუბარი და იხუმრა, რომ მეუღლის ნათესავი  ნათესავი არ არის, ხოლო გენერალური ინსპექციის უფროსი თავისი პროფესიონალიზმის გამო დაინიშნა თანამდებობაზე.

უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა ღარიბაშვილს კრიტერიუმების დასახელება მოსთხოვა, რის მიხედვითაც მაღალ თანამდებობებზე საკუთარი ნათესავების დანიშვნა ხდება.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციის უფროსად მეუღლის ბიძაშვილის დანიშვნა კანონდარღვევა არ არის და ინტერესთა კომფლიქტს არ შეიცავს.

ნადირაშვილმა შინაგან საქმეთთა მინისტრისა და მისი მეუღლის ნათესავების სახელები ჩამოთვალა, რომლებმაც უმცირესობის წევრის განცხადებთ,  მთავრობის ცვლილების შემდგომ მუშაობა სხვადასხვა სამთავრობო და იურიდიულ სამსახურში დაიწყეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39