გინესის რეკორდების ახალი გამოცემის ყველაზე უჩვეულო რეკორდები

ორშაბათი, 18 მარტი, 2013 - 15:50

რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა წიგნების სამყაროში ერთ-ერთი მთავარი ბესტსელერის – გინესის რეკორდების – 57-ე გამოცემა. გთავაზობთ ახალი ჩემპიონების ყველაზე უჩვეულო რეკორდებს.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ბიცეფსები ეკუთვნის ეგვიპტელ მუსტაფა ისმაილს. მარცხენა ხელის ბიცეფსის გარშემოწერილობა დაჭიმულ მდგომარეობაში 64.77 სმ-ს შეადგენს, ნორმალურ რეჟიმში კი – 62.23 სმ-ს. მარჯვენა ხელზე ანალოგიური მაჩვენებლებია 63.5 სმ და 60.96 სმ. მონაცემების დაფიქსირება მოხდა მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ფრანკლინში, სადაც მუსტაფა ამჟამად ცხოვრობს.

ყველაზე მძიმე სპორტსმენი ქალია სუმოისტი შარან ალექსანდერი ლონდონიდან. მისი წონა 203.21 კგ-ს შეადგენს.

 

 

 

 

 

 

პლანეტის ყველაზე ხნიერი ტანმოვარჯიშეა ჯოანა კაასი. ის 1925 წლის 20 ნოემბერს დაიბადა გერმანიაში. 86 წლის ასაკში ჯოანა ჯერ კიდევ მონაწილეობს მოყვარულ ტანმოვარჯიშეთა ჩემპიონატებში, რომლებიც საქსონიაში ტარდება.

ყველაზე მაღალი იროკეზი აქვს იაპონელ კაცუჰირო ვატანაბეს. მისი ვარცხნილობის სიგრძეა 113.5 სმ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ყველაზე მაღალი ძაღლია გერმანული მასტიფი, სახელად ზევსი. თათებიდან მხრებამდე მისი სიმაღლე 112 სმ-ია. ცხოვრობს მიჩიგანის შტატის ქალაქ ოტსეგოში.

 

 

 

 

 

 

 

 

ბარბის თოჯინების ყველაზე დიდი კოლექცია აქვს გერმანელ ბეტინა დორფმანს, რომელმაც კომპანია „მიტელის” 15 000 პროდუქცია შეიძინა. მან ეს საქმიანობა 1993 წელს დაიწყო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

«Hello Kitty»-სთან დაკავშირებული ნივთების ყველაზე დიდ კოლექციას ფლობს იაპონელი ასაკო კანდა. მან მთელი სახლი გაავსო 4519 ნივთით, რომლებშიც თოჯინების გარდა შედის ტაფები, ვენტილიატორები და უნიტაზის დასადგამიც კი.

ყველაზე ახალგაზრდა პროფესიონალი დრამერია ამერიკელი ჯულიან პავონი. ის ამჟამად 8 წლისაა, ამ საქმეში კი 5 წლიდანაა ჩართული.

 

 

 

 

 

 

მაქსიმალური რაოდენობა ბურთებისა, რომლითაც ჟონგლიორობა მომხდარა, არის 11. რეკორდი მოხსნა ბრიტანელმა ალექს ბარონმა, 11 ბურთის კონტროლი მან ზედიზედ 25-ჯერ შეძლო.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45