მე ვემორჩილები კანონს და მზად ვარ, უმცირესობის დასმულ ნებისმიერ შეკითხვას პასუხი გავცე - ირაკლი ღარიბაშვილი

ორშაბათი, 18 მარტი, 2013 - 15:01

"მე ვემორჩილები კანონს, უმცირესობის მიერ ჩემი მოწვევა პარლამენტში იქნება მიღებული, რა თქმა უნდა. მე მზად ვარ პასუხი გავცე ნებისმიერ დასმულ შეკითხვას", - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა  პარლამენტში საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში ოპოზიციის შეკითხვებს უპასუხებს. საპარლამენტო უმცირესობის შეკითხვები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს შეეხება. ოპოზიცია მინისტრისგან კონკრეტულ პასუხს ელის იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალური ვითარების თავიდან ასაცილებლად. მათი შეკითხვები ასევე შეეხება პოლიციელთა მხრიდან კანონდარღვევის ფაქტებს და საკადრო პოლიტიკას შინაგან საქმეთა სამინისტროში. ერთ-ერთი მთავარი თემა 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი ინციდენტი იქნება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.08
  • 3.47
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45