ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთში პოლიციის ახალი შენობა გახსნა

ორშაბათი, 18 მარტი, 2013 - 15:29

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთში პოლიციის ახალი შენობა გახსნა. შენობის გახსნას ფოთის მაორიტარი დეპუტატი ეკა ბესელიაც დაესწრო. ქალაქის ცენტრში მდებარე პოლიციის ოთხსართულიანი,  თანამედროვე სტანდარტების შენობა უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი.

ახალ შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე სამსახური: ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო–ზემო სვანეთის სამმართველო, სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ფოთის საქალაქო სამმართველო, სამეგრელო–ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის ფოთის განყოფილება, დაცვის პოლიციის სამმართველო, დროებითი მოთავსების იზოლატორი და სხვა ქვედანაყოფები განთავსდება.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ფოთში აქამდე მოქმედ 4 საპატრულო ეკიპაჟს კიდევ ერთი ეკიპაჟი დაემატება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45