მერაბიშვილი ხელისუფლებას ჯავახეთის რეგიონის საკითხზე თანამშრომლობას სთავაზობს

ორშაბათი, 18 მარტი, 2013 - 14:51

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ ჯავახეთის რეგიონში სიტუაციის დაძაბვის პირველ ნიშნებს ხედავს, - ამის შესახებ მერაბიშვილმა  დღეს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მერაბიშვილი ახალ ხელისუფლებას თანამშრომლობას სთავაზობს. საუბარია ახალქალაქის საკრებულოს იმ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საკრებულო პარლამენტისგან რეგიონული და უმცირესობის ენების შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიცირებას ითხოვს.

მერაბიშვილი აცხადებს, რომ ეს საკითხი ახალი ხელისუფლების პირობებში დადგა დღის წესრიგში და მსგავსი მოთხოვნები წინა ხელისუფლების პირობებში არ ყოფილა. მისი თქმით, ეს საკითხი ქართულ ოცნებაში შემავალი პარტიების ინიციატივით დადგა.

ვანო მერაბიშვილი ხელისუფლებას თანამშრომლობას სთავაზობს. ის აცხადებს, რომ ეს საკითხი ძველი ხელისუფლების დროს მისი უშუალო ზედამხედველობის ქვეშ იყო და აქვს გამოცდილება. მერაბიშვილი ხელისუფლების წარმომადგენლებს სწორედ საკუთარი გამოცდილების საფუძველზე სთავაზობს თანამშრომლობას.

"მინდა, შევთავაზო ხელისუფლებას გამოიყენოს ჩვენი გამოცდილება. მე მზად ვარ, შევხვდე სახელმწიფოს ნებისმიერ წარმომადგენელს, მივცე მათ რჩევა, გავაცნო ჩემი პირადი გამოცდილება. არ ვიცი, ვინ მუშაობს მთავრობაში ჯავახეთის თემაზე, მაგრამ ჩვენს მთავრობაში იქ სტაბილურობაზე პასუხისმგებელი პირი ვიყავი პირადად მე და ჩემი დროის 20-30%-ს ვუთმობდი ამ რეგიონის საკითხებს", - აცხადებს მერაბიშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46