ორსულობის დროს ყავის მიღება ნაყოფს ბევრ პრობლემას უქმნის

ორშაბათი, 18 მარტი, 2013 - 14:32

ყავა იცავს ორგანიზმს ტოკსინების ზემოქმედებისაგან, აახალგაზრდავებს  და არეგულირებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას. სტატისტიკის მაჩვენებლების მიხედვით, თითქმის ყველა ქალბატონს აღენიშნება ყავაზე დამოკიდებულება.

ორსულობისას ყავის ხშირი მიღება  კატეგორიულად აკრძალულია. როგორც ხანგრძლივმა გამოკვლევებმა აჩვენეს:

- ამ სასმელის ნებისმიერი რაოდენობის მიღება ორსულობისას იწვევს ნაყოფის ნერვული სისტემის და ჩონჩხის განვითარების დარღვევას;

- ორსულობის პერიოდში დღეში 3 ჭიქის დალევისას ნაადრევი მშობიარობის შანსი იზრდება 60%- მდე.

- კოფეინი ადვილად აღწევს პლაცენტაში და ლაქტაციის დროსაც დედის რძით გადაეცემა ჩვილს.

- ორსულობისას ბევრი ყავის დალევისას, სისხლი ცუდად მიეწოდება პლაცენტას, რაც პრობლემებს უქმნის ნაყოფს.

- ყავის ხშირი დალევა ორსულობის პერიოდში იწვევს დიაბეტით დაავადებას ჯერ არდაბადებულ ბავშვებს შორის.

- ახშირებს გულისცემას ჯერ არდაბადებულ ბავშვებში.

- რაც უფრო პატარაა ნაყოფი, მით უფრო მცირეა დეტოქსიკაციის შანსები. ამიტომ ორსულობა და ყავა შეუთავსებელია, ასკვნიან მედიკოსები.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.12
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42