8 წლის ბიჭი 61 წლის ქალზე დააქორწინეს

ორშაბათი, 18 მარტი, 2013 - 13:55

8 წლის სკოლის მოსწავლემ ცოლად 61 წლის ქალბატონი შეირთო! ეს ყოველივე, კი იმიტომ განხორციელდა, რომ ასე ისურვა ბიჭუნას დიდი ხნის გარდაცვლილი წინაპარის სულმა. სანელ მასიელელა ელენ შაბანგუზე დაქორწინდა, რომელსაც უკვე ქმარი და 5 შვილი ჰყავს.

ამ ყოველივეს საფუძვლად დაედო სამხრეთ აფრიკელი ბიჭუნას გარდაცვლილი წინაპრის სული, რომელმაც თითქოსდა ბიჭუნას ბედი განკარგა. სწორედ გარდაცვლილთა სულების რისხვის თავიდან ასარიდებლად, 8 წლის – სანელ მასიელელას ოჯახმა სულ რაღაც 2 თვის განმავლობაში ქორწილის ორგანიზებაც მოახდინა. ფოტოზე ასახულია, თუ როგორ მიემართებიან ვერცხლისფერ შარვალ–კოსტიუმსა და ბაფთაში გამოწყობილი 8 წლის – სანელ მასიელელა და 61 წლის საცოლე- ელენ შაბანგუა, საკურთხევლისკენ.

ამ ცერემონიამ, რომელიც სამხრეთ აფრიკის ქ. თსვანეში გაიმართა, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მაგრამ საქმროს ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ გაგებით მოეკიდონ ამ სიტუაციას, რადგანაც ეს მხოლოდ რიტუალია და არა ოფიციალური კავშირი.

როგორც სანელის 46 წლის დედა – ფეიშა– განმარტავს: „ჩვენს ოჯახში ასეთი რამ პირველად მოხდა. სანელს სახელი ბაბუის საპატივსაცემოდ დავარქვით. სწორედ გარდაცვლილი ბაბუის სულმა დაუკანონა 8 წლის ბიჭუნას დაქორწინებულიყო 61 წლის – ელენ შაბანგუაზე, რადგანაც იგი მას უყვარდა და ამჟამად ბიჭუნა უნდა დაქორწინებული ქალბატონზე, რომელზეც იგი თავად ვერ დაქორწინდა – იმ ქალბატონზე, რომელიც ბიჭუნას დიდ ბებიად ეკუთვნის და რომლის შვილების ასაკიც 27–დან 37 წლამდეა… წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი გვარი დაიწყევლებოდა და ოჯახი გაუბედურდებოდა. ამ ყოველივეს მე უჩვეულოდ არ ვთვლი, რადგანაც ეს ქორწინება ჩვენს ოჯახს მხსნელად, ხოლო ჩვენს გარდაცვლილ წინაპრებს ბედნიერებად მოევლინება და სწორედ ესაა მთავარი!“

ქორწინების შემდგომ დედამ ასევე განმარტა: „სანელს ცერემონია მოეწონა და ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც მას სურდა.“

უჩვეულო წყვილი ოფიციალურად დაქორწინდა, თუმცა ისინი არ არიან ვალდებულნი ერთად იცხოვრონ. ქორწილის შემდგომ, რომელიც ე.წ. „სიძის“ ოჯახს ჩვეულებრივზე 2000 დოლარით მეტი დაუჯდა, წყვილი თავიანთ სახლებს დაუბრუნდა, სადაც მათთვის ჩვეულ რეჟიმში განაგრძეს ცხოვრება. სანელი იმედოვნებს, რომ როცა გაიზრდება იგი მისი ასაკის გოგონაზე დაქორწინდება. „პატარძლის“ ქმარი, კი აცხადებს: „მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სამეზობლოს დიდი ნაწილი გაოცებული და მეტიც – შოკირებულია, მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ყოველივე ამის, ეს მხოლოდ რიტუალია.“

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.97
  • 3.36
  • 0.04
  • 0.71
  • 1.45