Deep Purple თბილისში ჩამოვა

ორშაბათი, 18 მარტი, 2013 - 13:46

Tbilisi Open Air-ზე თბილისს სხვა შემსრულებლებთან ერთად ჯგუფი Deep Purple ეწვევა, ამის შესახებ 14 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. Tbilisi Open Air 5 ივნისს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, Dinamo Arena-ზე გაიმართება. გარდა ცნობილი ინგლისური როკ–ჯგუფისა, მასში მონაწილეობას მიიღებენ: Infected Mushroom, Tricky, The Subways, Black Strobe, Modeselektor, Kid Jesus.

წინასწარი ინფორმაციით, კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 40–დან 200 ლარამდე იქნება, ხოლო შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება VIP ბილეთები, რომელთა ფასიც 250–დან 500 ლარამდე მერყეობს. 

ჯგუფ Deep Purple–ის შემადგენლობა არსებობის მანძილზე რამდენჯერმე შეიცვალა, 2002 წლიდან დღემდე მის შემადგენლობაში არიან: იან გილანი - ვოკალი, ჰარმონიკა, პერკუსია; სტივ მორსი - გიტარა, როჯერ გლოვერი - ბას გიტარა, დონ ეირი - კლავიშები, იენ პეისი - დასარტყამი ინსტრუმენტები.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43