ირაკლი ალასანია ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება

ორშაბათი, 18 მარტი, 2013 - 13:32

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. ირაკლი ალასანიამ უკვე გამართა შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილხამ ალიევთან და აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ საფარ აბიევთან.

როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, საქართველოს დღევანდელი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მეზობელ ქვეყნებთან გაღრმავებული თანამშრომლობაა, რაც რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისა და ავღანეთის საერთაშორისო მისიაში ქართული და აზერბაიჯანული კონტინგენტების მონაწილეობის საკითხები განიხილეს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა პოსტ-ISAF-ის პერიოდში ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების დახმარებაზეც ისაუბრეს. შეხვედრაზე მხარეები განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებსაც შეეხნენ. ნატოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სააგენტოს პროექტის „საქართველო III“ ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი საინჟინრო ასეულის წვრთნა აზერბაიჯანის ეროვნულ განაღმვის ცენტრში განხორციელდა. 2011 წლიდან კი, ქართული მხარე აზერბაიჯანელ სამხედროებს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზამთრისა და ზაფხულის კურსების გავლას სთავაზობს.

დღესვე, საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2013 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა აზერბაიჯანელი ხალხის საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალირზა ოღლი აიევის საფლავი გვირგვინით შეამკეს.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის შეხვედრები აზერბაიჯანის თავდაცვითი მრეწველობის მინისტრთან იავერ ჯამალოვთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ელმარ მამედიაროვთან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 19 მარტს დასრულდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59