საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ ეტაპზე პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვაზე იმსჯელებენ

ორშაბათი, 18 მარტი, 2013 - 11:59

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დღეიდან დაიწყება. კანონმდებლები პირველ ეტაპზე იმ ცვლილებაზე იმსჯელებენ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს უფლებამოსილება ეზღუდება,  რაც გულისხმობს იმას, რომ პრეზიდენტს პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის დათხოვნისა და ახალი მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობა აღარ ექნება.

უმრავლესობა იმედოვნებს, რომ განხილვის შემდეგ, კენჭისყრაზე საპარლამენტო უმცირესობის გარკვეული ნაწილი ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს. კენჭისყრის ზუსტი თარიღი დღევანდელ ბიუროს სხდომაზე გახდება ცნობილი. საკონსტიტუციო ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ. სავარაუდოდ, ოთხშაბათს ცვლილებას პირველი მოსმენით კენჭს უყრიან.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.77
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41