მსოფლიო ბანკისა და WPLA-ს ერთობლივ სემინარში საჯარო რეესტრის თანამშრომლები მონაწილეობენ

ორშაბათი, 18 მარტი, 2013 - 12:12

ყირგიზეთის ქ. ბიშკეკში დღეს დაიწყო ევროპის ეკონომიკური კომისიის მიწის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფის (UNECE WPLA) მე-8 სესია და მსოფლიო ბანკის და მიწის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფის ერთობლივი საერთაშორისო სემინარი თემაზე „მიწის ადმინისტრირება ცენტრალურ აზიაში: სისტემების განვითარება 21-ე საუკუნის გამოწვევების საპასუხოდ“.

სემინარი დაეთმობა ცენტრალურ აზიაში მიწის ადმინისტრირების ძირითადი საკითხების, კადასტრისა და უძრავი ქონების სისტემების, გეოინფორმაციული სისტემების განხილვას და მიწის რეგისტრაციის ძირითად საერთაშორისო მიმართულებებს.

საქართველოდან სემინარში მონაწილეობას იღებს საჯარო რეეესტრის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკა მესხიძე და იურიდიული სამსახურის მთავარი სპეციალისტი მანუჩარ ჭუმბურიძე.

სემინარი 21 მარტს დასრულდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.12
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42