სტუდენტები ისევ განათლების სამინისტროსთან შეიკრიბებიან

ორშაბათი, 18 მარტი, 2013 - 11:18

დღეს აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხთან დაკავშირებით, სტუდენტები ისევ განათლების სამინისტროსთან შეიკრიბებიან. სტუდენტები განათლების მინისტრისგან პირობის შესრულებას მოითხოვენ.

 გიორგი მარგველაშვილი მათ ავტორიზაციის აღდგენის პროცედურის მალე გადაჭრას დაპირდა. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ყველაზე სამართლიანი 12 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება იქნება.

ცნობისთვის, აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია 12 მარტს შეუჩერდა. უნივერსიტეტს ავტრორიზაცია რამდენიმე მიზეზით გაუუქმდა. კერძოდ, უხეშ დარღვევად ჩაითვალა ის, რომ სასწავლო სილაბუსებში მითითებული ლიტერატურიდან ყველა წიგნი არ იყო ბიბლიოთეკაში, ან ზოგ წიგნზე არ იყო გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები. ძირითად დარღვევებს შორის დასახელდა აკადემიური პერსონალის შერჩევისა და დანიშვნის საკითხი, კერძოდ, ის, რომ უნივერსიტეტმა კონკურსი გამოაცხადა ერთ ვაკანსიაზე, თუმცა აიყვანა ორი ლექტორი, რადგან ორივე კანდიდატი მოეწონა კომისიას. ავტორიზაციის საბჭოს აზრით, ამით შეჯიბრებითობის პრინციპი დაირღვა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46