ბაჩო ახალაიას საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყება

ორშაბათი, 18 მარტი, 2013 - 10:49

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას საქმის არსებითი განხილვა დაიწყება. პროცესი 12 საათზეა ჩანიშნული. თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და მასთან ერთად ბრალდებულ სამ პირს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ედებათ ბრალი. წინა სასამართლო სხდომაზე მათ საქმის ნაფიცმსაჯულების მიერ განხილვაზე უარი თქვეს. საქმეს მოსამართლე განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 5 სამხედრო მოსამსახურის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა და ზურაბ აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ეპიზოდებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.69
  • 3.17
  • 3.57
  • 0.05
  • 0.69
  • 1.58