შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ ფოთში პოლიციის ახალ შენობას გახსნის

, 17 მარტი, 2013 - 23:32

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ ფოთში პოლიციის ახალ შენობას გახსნის. ახალ შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე სამსახური: ცენტრალური კრიმინალური  პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო–ზემო სვანეთის სამმართველო, სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ფოთის საქალაქო სამმართველო, სამეგრელო–ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის ფოთის განყოფილება, დაცვის პოლიციის სამმართველო, დროებითი მოთავსების იზოლატორი და სხვა ქვედანაყოფები განთავსდება. აღნიშნული სამსახურები აქამდე სხვადასხვა შენობებში იყო განთავსებული.

 ქალაქის ცენტრში მდებარე პოლიციის ოთხსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შენობა უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი.

 ამის გარდა, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ფოთში დღემდე მოქმედ 4 საპატრულო ეკიპაჟს კიდევ ერთი ეკიპაჟი დაემატება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57