თენგიზ შერგელაშვილი სტრასბურგში ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის 24-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

, 17 მარტი, 2013 - 23:31

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის 24-ე სესიაში - "ევროპის კრიზისი - გამოწვევები ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიისთვის" 19-22 მარტს მიიღებს მონაწილეობას.

თენგიზ შერგელაშვილი კონკრესის სესიაზე სპეციალური სტუმრის სტატუსითაა მიწვეული. სესიის გახსნის დღეს - 19 მარტს განიხილავენ საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობას. მინისტრის პირველი მოადგილე სესიაზე სიტყვით გამოვა და საქართველოში არსებულ ვითარებასა და დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით ვრცელ მოხსენებას გააკეთებს.

გარდა ამისა, თენგიზ შერგელაშვილს ევროსაბჭოში მაღალი დონის სხვა შეხვედრებიც ექნება. სესიის წინა დღეს - 18 მარტს 15:30 საათზე მინისტრის პირველი მოადგილე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ტორბიონ იაგლანდს, ხოლო 16:15 საათზე ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის პრეზიდენტს, ჰერვიგ ვან სტაასს შეხვდება.

თენგიზ შერგელაშვილის ვიზიტი 22 მარტს დასრულდება.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.69
  • 3.17
  • 3.57
  • 0.05
  • 0.69
  • 1.58