„ახალგაზრდა ქრისტიან–დემოკრატებს“ ახალი თავმჯდომარე ჰყავს

, 17 მარტი, 2013 - 23:23

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაფინანსებით, „ახალგაზრდა ქრისტიან–დემოკრატებმა“ ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსში სემინარი გამართეს. სემინარის მიზანი, ახალი თავმჯდომარისა და შიდა სტრუქტურის წარმომადგენლების არჩევა იყო.

 ახალგაზრდულის თავმჯდომარე ლაშა აივაზაშვილი გახდა, რომელიც ლეგიტიმური წესით იყო არჩეული. ასევე აირჩიეს შიდა სტრუქტირის წარმომადგენლები, პირველი ვიცე თავმჯდომარედ – თენგო ჯანგულაშვილი, რომელიც თბილისის ორგანიზაციას ჩაიბარებს, მეორე ვიცე თავმჯდომარე – გიორგი სუხიტაშვილი, რომელიც რეგიონებს უხელმძღვანელებს, მესამე ვიცე თავმჯდომარე – მარიამ მახარობლიძე, რომელც გენდერულ საკითხებს უხელმძღვანელებს, საერთაშორისო მდივანი – ანდრო კიკაბიძე, კომუნიკაციების ხელმძღვანელი ეთა მამალაშვილი, ისტორიისა და რელიგიის კომიტეტს უხელმძღვანელებს სალომე ქამუშაძე, ჯანდაცვის კომიტეტს – ნინო სიჭინავა და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის სამდივნოს ჩაიბარებს – თორნიკე მეშველიანი.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა „ახალგაზრდა ქრისტიან–დემოკრატების“ ისტორიაში. ჩვენ ვაგრძელებთ 2008 წლიდან–პარტიის დაფუძნებიდან აღებულ კურსს. მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად მივდივართ იმ მიზნისკენ, რასაც „ქრისტიან–დემოკრატიული“ საქართველო ჰქვია. ამ საქმეში განუზომელია სწორედ ახალგაზრდობის წვლილი და ჩვენი ამოცანაა, რომ ვიყოთ ახალგაზრდობისა და განსაკუთრებით ახალგაზრდა ოჯახების პრობლემების სადარაჯოზე“, – განაცხადა ახალგაზრდულის თავმჯდომარე ლაშა აივაზაშვილმა.

აღნიშნულ ღონისძიებას ორგანიზაციის ლიდერები ესწრებოდნენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39