"უფლებადამცველთა გაერთიანება’’ ხელისუფლების უმოქმედობას აპროტესტებს და დანაპირების შესრულებისკენ მოუწოდებს

, 17 მარტი, 2013 - 23:13

"სააკაშვილის რეჟიმის დროს მოვალეთა დიდმა ნაწილმა სესხები თავიანთი ოჯახის წევრების ძალადობით გაფორმებულ საპროცესო შეთანხმებების გაფორმებისთვის აიღო, ნაწილმა 2008 წლამდე ტურისტული სეზონისთვის,  თუმცაღა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო ზარალი იწვნია', - განაცხადა "უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

უფლებადამცველის განცხადებით, როცა ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური პირობების გამო, აუქციონზე გატანილ მოვალეთა უძრავ ქონებას არა საქართველოს მოქალაქეები, არამედ უცხოელები ეუფლებიან, რამდენიმე წლის შემდომ ქვეყანაში მძიმე ვითარება შეიქმნება.

"მიუხედავად წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდგომაც მრავალგზის დაპირებისა, ამ პრობლემის მოგვარება დაიწყებოდა, ჯერჯერობით სიტუაცია უცვლელია, ხოლო მოქალაქეების გამოსახლებები ყოველდღე მატულობს", - აცხადებს მჟავანაძე.

"უფლებადამცველთა გაერთიანება’’ 30 მარტს 14 საათზე მთავრობის კანცელარიასთან კერძო იპოთეკარების მიერ დაზარალებული მოსახლეობის აქციის გამარავს. აქცია იქნება პროტესტის გამომხატველი ხელისუფლების უმოქმედობაზე და მოწოდება დანაპირების შესრულებისაკენ.’

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39