აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები განათლების სამინისტროსთან ხვალ აქციას გამართავენ

, 17 მარტი, 2013 - 19:54

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები განათლების სამინისტროსთან უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის აღდგენის მოთხოვნით ხვალ, 16:00 საათზე, აქციას გამართავენ.

სტუდენტები ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია არასამართლიანად შეუწყდა.

შეგახსენებთ, განათლების სამინისტრომ აგრარული უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ავტორიზაციის კომისიის მიერ შემოწმების შედეგად აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორებისკენ მოუწოდა და მათი აღმოფხვრისთვის ვადა მისცა. სამინისტროს განცხადებით, აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის აღდგენის პროცესი ხვალიდან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46