გუშინდელი განცხადებით მერმა დაადასტურა, რომ საკრებულოს ოპოზიციას და დემოკრატიის მოთხოვნებს არ ცნობს - ზაზა გაბუნია

, 17 მარტი, 2013 - 19:01

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე გიგი უგულავას მიერ გუშინ გამგებლების წარდგენისას გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ზაზა გაბუნიას თქმით, ბატონი მერის მხრიდან იმის აღიარებით, რომ მან გამგებლების კანდიდატურები მხოლოდ საკრებულოს უმრავლესობასთან ანუ საკუთარ თანაპარტიელებთან შეათანახმა, საბოლოოდ დაადასტურა, რომ ის არ ცნობს წარმომადგენლობითი დემოკრატიის მოთხოვნებს და საკუთარ პოსტზე ყოფნისას ყოველთვის, უპირველეს ყოვლისა, პარტიულ ინტერესებს უწევდა ანგარიშს.

"გიგი უგულავამ ამ განცხადებით, საბოლოოდ გაიფორმა თავი როგორც “ნაცმოძრაობის” საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელად და არა დედაქალაქის მერად, რადგან ცივილიზირებული, დემოკრატიისკენ მსწრაფველი საზოგადოებისთვის უპრეცედენტოა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი საკითხებს წარმომადგენლობითი ორგანოს მხოლოდ ერთ ჯგუფთან, საკუთარ თანაპარტიელებთან ათანხმებდეს”, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

გაბუნია თვლის, რომ გამგებლების კანდიდატურებს დანიშვნამდე კონსულტაციები საკრებულოს ყველა ფრაქციასთან უნდა გაევლოთ და ეპასუხათ მათ მიმართ არსებულ შეკითხვებზე. ეს იქნებოდა სწორი და შესაბამისი წარმომადგენლობითი დემოკრატიის მოთხოვნებთან მიმართებით, რაც ზაზა გაბუნიას თქმით, დადასტურდა რომ გიგი უგულავას არ ანაღვლებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საბურთალოს და დიდუბის გამგებლების წარდგენისას, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ კანდიდატურები საკრებულოს უმრავლესობას, “ნაციონალურ მოძრაობას” შეუთანხმა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42