"ეროვნული ფრონტი" რესპუბლიკელების ოფისთან აქციას გამართავენ

, 17 მარტი, 2013 - 15:25

ქართველ პატრიოტთა არასამთავრობო ორგანიზაცია "ეროვნული ფრონტი" ხვალ, 14 საათზე, "საქართველოს რესპუბლიკური პარტიის" ოფისთან (მერაბ კოსტავას 25) საპროტესტო აქციას გამართავს. 

"ეროვნული ფრონტი" აქციაზე რეგიონულ ენებისთვის სტატუსის მინიჭებას, აფხაზეთის რკინიგზის გახსნას ცალმხრივი დათმობის პირობებში,  ოკუპაციის შესახებ კანონის შერბილებას,  ე.წ. თურქი მესხების შემოსახლებას გააპროტესტებენ და საქართველოს რეგიონული მოწყობის მოდელის გაუქმებას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ "სამხრეთის კარიბჭემ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალქალაქის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელები" მოითხოვს რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის" რატიფიცირებასა და სომხური ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭებას.

 

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.42
  • 2.71
  • 3.14
  • 0.04
  • 0.68
  • 1.44