ირმის ნახტომის ყველაზე ახალგაზრდა შავი ხვრელია

, 17 მარტი, 2013 - 00:20

ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ ზეახალ W49B-ს ნარჩენი შეიძლება, ჩვენს გალქტიკაში, დღეისათვის ცნობილთა შორის, ყველაზე ახალგაზრდა შავ ხვრელს შეიცავდეს(NASA).

ზეახალ W49B-ს ნარჩენი დედამიწას 26 000 სინალის წლითაა დაშორებული. მისი დიამეტრი დაახლოებით 60 სინათლის წელია. W49B სხვებისგან, რომლებიც ძირითადად სფეროს ფორმისანი არიან, კასრისმაგვარი ფორმით გამოირჩევა. მეცნიერთა თქმით, ასეთი არადამახასიათებელი ფორმა იმითაა გამოწვეული, რომ ზეახლად აფეთქების დროს მბრუნავი ზეახლის მატერიის ნაკადები მაღალი სიჩქარით პოლუსების მხრიდან ტრიალებდნენ, ხოლო ეკვატორის მხრიდან დაბალი სიჩქარით.

ასტრონომებმა W49B რენტგენის დიაპაზონში ”ჩანდრათი” გამოიკვლიეს, რადიოდიაპაზონში VLA(ანტენების ძალიან დიდი მასივი)-თი, ხოლო ინფრაწითელში პალომარის ობსევატორიით.

 ასტროფიზიკოსებმა ნარჩენის მახლობლად ნეიტრონული ვარსკვლავის აღმოჩენა ვერ შეძლეს, რომელიც ჩვეულებრივ ზეახლის აფეთქების ადგილზე ჩნდება ხოლმე. ეს, ავტორთა აზრით, იმას ნიშნავს, რომ ნეიტრონულის მაგივრად კიდევ უფრო ეკზოტიკური ობიექტი - შავი ხვრელი წარმოიქმნა. W49B-ს ასაკი დაახლოებით ათსი წელი უნდა იყოს. ამიტომ, თუ კვლევის ავტორთა დასკვნები მართალია, მაშინ W49B ყველზე ახალგაზრდა შავი ხვრელის ბინა შეიძლება იყოს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55