„ცენტრ პოინტი ჯგუფს“ რჩეულიშვილები იბრუნებენ

შაბათი, 16 მარტი, 2013 - 19:14

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დააკმაყოფილა „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ დამფუძნებელთა მოთხოვნა კომპანია „დექსუსთან“ დადებული ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ.  აღნიშნული გადაწყვეტილებით,  „ცენტრ პოინტი ჯგუფში“ შემავალი 70 სხვადასხვა სამშენებლო კომპანიის  მართვას კვლავ რუსუდან კერვალიშვილი, მაია რჩეულიშვილი და ვახტანგ რჩეულიშვილი განახორციელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ფონდი - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აქვეყნებს.

2013 წლის 26 თებერვალს, „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ დამფუძნებლებმა განცხადებით მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სადაც მათ კომპანია „დექსუსთან“ 2010 წლის 7 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების ვადაზე ადრე (2013 წლის 31 დეკემბერი) შეწყვეტა მოითხოვეს. ამის მიზეზად მათ „დექსუსის“ მხრიდან საკუთარი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულება დაასახელეს, რაც მათი თქმით „დექსუსის“ მართვაში გადაცემული სამშენებლო კომპანიების გაკოტრებას იწვევდა.

შეგახსენებთ, რომ „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ საქმეზე საქართველოს პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აკვირდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46