ირაკლი ალასანია „ბრიუსელის ფორუმში“ იღებს მონაწილეობას

შაბათი, 16 მარტი, 2013 - 18:54

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია „ბრიუსელის ფორუმში“ იღებს მონაწილეობას და კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი დახურულ სადილზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და თავდაცვის სფეროს პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება.

საქართველოს თემაზე ისაუბრეს ფორუმის ფარგლებში მიმდინარე „ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომავალის“ განხილვაზეც. თმაზე მსჯელობისას მომხსენებლები იყვნენ ალექსანდერ ვერშბოუ და კურტ ვოკერი, საქარტველოს საკიტხსე საუბრისას სიტყვით გამოვიდა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაც.

“ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ძალიან ფართოდ წარმოგვეჩინა ის დინამიკა, რაც აქვს საქართველოს ევროპასთან და ევრო-ატლანტიკურ სივრცესთან ინტეგრაციის პროცესში. ევროპა თვლის, რომ ჩვენი ქვეყანა არის მისი ნაწილი. ლიდერები თვლიან, რომ საქართველოს აქვს ძალიან ცხადი და ნათელი პოლიტიკა, თუ როგორ აპირებს გახდეს ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრი. ჩვენ განვაცხადეთ რომ, საქართველო მზად არის, როგორც ავღანეთში და ნატოს ოპერაციებში ასევე, ევროპული უსაფრთხოების საკითხებშიც, მჭიდროდ ითანამშრომლოს ევროკავშირთან. ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს სწორი, პრაგმატული პოლიტიკა აქვს რუსეთთან კონფლიქტების მოგვარების კუთხით. ეს პრაგმატული პოლიტიკა დაეხმარება საქართველოს კიდევ უფრო ახლოს იყოს ინტეგრირებული ევროპასთან და ევროატლანტიკურ სივრცესთან”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

„ბრიუსელის ფორუმი“ სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. გლობალური და ევრო-ატლანტიკური სივრცის გამოწვევებს ყველაზე გავლენიანი ჩრდილოეთ ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები არაფორმალურ გარემოში განიხილავენ.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.03
  • 3.44
  • 0.04
  • 0.67
  • 1.51