ბექარ ხოფერიას, გიგა იობაშვილს და ერასტი საბანაძეს 7000 ლარის გირაო შეეფარდათ

შაბათი, 16 მარტი, 2013 - 17:17

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულების: ბექარ ხოფერიას, გიგა იობაშვილის, ერასტი საბანაძისა და დავით ეჯიბიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ, დავით ეჯიბიას პატიმრობა, ხოლო ბექარ ხოფერიას, გიგა იობაშვილს და ერასტი საბანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 7000 ლარის ოდენობით, საპატიმრო უზრუნველყოფით შეუფარდა.

გირაოს სრული მოცულობით გადახდის შემთხვევაში, ბრალდებულები პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდებიან.

აღნიშნულ პირებს თამარაშვილის ქუჩა N 13-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად, ძალადობის გამოყენებით პოლიციის ორი თანამშრომლის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით გაწეული წინააღმდეგობისა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ედებათ ბრალი.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2013 წლის 7 მაისს 12 საათზე გაიმართება.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39