ნაციონალების წინააღმდეგ ქუთაისში ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია შეიქმნა

შაბათი, 16 მარტი, 2013 - 17:12

ქუთაისში ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია შეიქმნა. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ბრძოლაა. კავშირის ხელმძღვანელის გელა ხუნდაძის განცხადებით, ორგანიზაციას დაახლოებით 5 000 მხარდამჭერი ჰყავს.

ხუნდაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა ნაციონალების დანაშაულების ამსახველი ფაქტები გააჟღერა.

„ჩემთვის ცნობილია, რომ ვანო მერაბიშვილი თავდებად უდგება კრიმინალებს. ასევე, ჩემს ხელთ არის უტყუარი იურიდიული მტკიცებულება, რომ საზღვარეთიდან 20 მილიონი დოლარი გადმოირიცხა ქუთაისში, რომლიდანაც 8 მილიონი მიხეილ სააკაშვილმა მის პირად ფონდში წაიღო, ხოლო თანხის დანარჩენი ნაწილი ერთგულ ჩინოვნიკებს დაურიგა. დღეს, ქვეყანას იურიდიულად პრეზიდენტი არ ჰყავს. ამიტომ, მე მაოცებს „ქართული ოცნების“ ლოიალური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ", - განაცხადა ხუნდაძემ.

ხუნდაძის თქმით, ისინი გეგმავენ სერიოზულ აქციას, რომელიც მიმართული იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43