გიგი უგულავამ დიდუბისა და საბურთალოს გამგებლები წარადგინა

შაბათი, 16 მარტი, 2013 - 16:33

თბილისის მერმა, გიგი უგულავამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საბურთალოსა და დიდუბის რაიონების ახალი გამგებლები წარადგინა. დიდუბის გამგეობას ლევან მხეიძე, საბურთალოს გამგეობას კი გია ხუროშვილი უხელმძღვანელებს.

გიგი უგულავამ გამგებლებს მიმართა და მათ გამგებლის ფუნქციები შეახსენა.

"მინდა ყველა გამგებელს მივმართო, რომ დღეს, როგორც არასდროს, ჩვენს მიზანს წარმოადგენს არა მარტო ასფალტის თუ სხვა კეთილმოწყობის საკითხების მოგვარება. ჩვენს მიზანს წარმოადგენს თითოეულ უბანში თითოეულ თბილისელს მოვუსმინოთ და გავიზიაროთ მათი სატკივარი, მათი პრობლემები", - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისი თქმით, გამგებლის კომპეტენციაში უნდა შედიოდეს ის, რომ გამგებელი იყოს თითოეული ადამიანის ადვოკატი და მათი უფლებების დამცველი.

"ის უნდა იყოს თითოეული ადამიანის ადვოკატი, ნებისმიერ უწყებასთან მიმართებაში. მათ შორის იგულისხმება მერიაც. ის უნდა იყოს თითოეული სოციალურად დაუცველის დამცველი, რომლის უფლებებიც შესაძლოა უკანონოდ შელახოს სახელმწიფომ. ის უნდა იყოს დამცველი ყველა იმ ადამიანის, რომელიც შეიძლება უკანონოდ გაუშვეს სამსახურიდან. უნდა იყოს დამცველი ყველა იმ მცირე თუ პატარა საწარმოსი, რომელსაც შეიძლება სახელმწიფო ავიწროებდეს. ის უნდა ითავსებდეს ყველა იმ ფუნქციას, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, რომელსაც უნდა, რომ დაეხმაროს ხალხს", - განაცხადა უგულავამ.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა გემგებლების წარდგენის შემდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული, დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის პრინციპების შესახებ, კომენტარი გააკეთა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.77
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41