საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე კონკურსის მეორე ეტაპი იწყება

შაბათი, 16 მარტი, 2013 - 16:43

საქართველოს განათლების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი იწყება.

სამინისტრო მონაწილე აპლიკანტებს მიმართავს, რომ მათ, ვისაც ერთდროულად რამდენიმე ვაკანტურ პოზიციაზე აქვთ განაცხადი წარმოდგენილი, ტესტირებას მხოლოდ ერთხელ, მითითებული დროის შესაბამისად გაივლიან.

აპლიკანტს ტესტირებაზე გასვლის უფლება მხოლოდ ერთხელ აქვს და შესაბამისად, მიღებული ქულა ყველა ვაკანტურ პოზიციაზე განიხილება. სხვა შემთხვევაში (იგულისხმება ორჯერ ან მეტჯერ ტესტირებაში მონაწილეობა) მისი ყველა შედეგი ანულირდება და 0 ქულა დაეწერება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61